1. პროექტის სახელი:
ეს ჩემი საქართველოა!...
2. პროექტის მოკლე აღწერა:
ბავშვები ეცნობიან საქართველოს სხვა და სხვა კუთხეს;
3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები ჯგუფებად იყოფიან, თავიანთი სურვილისამებრ ირჩევენ თუ რომელი მხარე უნდათ წარმოადგინონ. ამის შემდგომ თითოეულ ჯგუფს ეძლევა შესაბამისი დავალება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოამზადონ. ბოლოს კი პრეზენტაციაზე წარადგენენ შესაბამისი კუთხის შესახებ შექმნილ კედლის გაზეთსაც.
ჯგუფი შერჩეულ კუთხეს წარმოადგენს შემდეგი მახასიათებლებით:
1. გეოგრაფიული მდებარეობა;
2. ღირსშესანიშნაობები;
3. ამ კუთხის ცნობილი საზოგადო მოღვაწე;
4. რა ჩთაბეჭდილება აქვთ უცხოელ სტუმრებს ამ კუთხის შესახებ;
5. ადგილობრივი ადათ-წესები, სამზარეულო და იქაური ცეკვა ან სიმღერა.
4. მონაწილეთა ასაკი:
8-9 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი კვირა
6. შესაძლო აქტივობები კლასში:
დამხმარე ლიტერატურის დამუშავება, მასწავლებლის დახმარებით ინტერნეტში შესაბამისი მასალის მოძიება, პრეზენტაცია და კედლის გაზეთების წარდგენა.
ჯგუფი შედგება 5 მონაწილისგან, მათ პრეზენტაციისთვის 10 წუთი მიეცემათ. დასასრულს ხუთივე ჯგუფს დაურიგდებათ საქართველოს გეოპოლიტიკური რუკის ლოტო - თამაშის წრინციპით ``ვინ სწრაფად?!``
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობაში - ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ დავალებას; შეარჩევს ან თვითონ მოიძიებს დავალების შესაბამის ვიზუალურ მასალას, ადეკვატურად აღიქვამს სხვა და სხვა სახის ტექსტს და გადმოსცემს მის შინაარსს; მოსწავლე დამოუკიდებლად კითხულობს ლიტერატურულ ტექსტებს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ.
8. სარგებელი სხვებისთვის:
ბავშვები ერთ კვირიანი გონებრივი შრომის შედეგად მიღებულ მასალებს გადასცემენ დამსწრე საზოგადოებას.
9. სამუშაო ენა:
ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
არა
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
ქართული, ბუნება, ხელოვნება.
12. პროექტის ფასილიტატორი:
ნონა გოგილაშვილი
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
nona.gogilashvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15: პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
nona.gogilashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment